წარმატებული მაგალითები

2011  წელს  სათემო ახალგაზრდული ცენტრის ,,ჯუმას' წევრებმა ჩაატარეს  ჯუმათის თემის მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა, ანკეტირება სოფლად არსებული პრობლემების გამოვლენისა და პრიორიტეტიზაციის მიზნით. (პროექტი ,, მოდით დავარღვიოთ სიჩუმე" დამფინანსებელი ევროკავშირი)   მიღებული შედეგები წარვადგინეთ სოფლის საერთო კრებაზე , რომელზეც მოწვეული იყო მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები.  სწორედ კვლევების შედეგად და ჩვენი ცენტრის აქტიურობით მოხდა პრობლემის განსაზღვრა. რის შედეგადაც გადაწყდა სოფლის ერთერთი უბნის, სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.  (სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდა) სათემო ახალგაზრდული ცენტრის წევრები ახორციელებდნენ მონიტორინგს საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებზე. ახალგაზრდული ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად  ჯუმათის თემში დღეისათვის მოგვარებულია საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე ერთი პრობლემა.











No comments:

Post a Comment