პროექტები და პროგრამები

,,ზამთარი ერთად გადავაგოროთ” 2009წ. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება

,,თანადგომა” 2009 წ.  საყანე ფართობების შემოღობვა.

„მემგონი გვეშველა“ 2008 წ. სახნავსათესი ფართობების შემოღობვა

,,გზა ტაძრისაკენ” 2010წ .შიდა გზების მოხრეშვა

,,სოფლის ბიბლიოთეკა,, 2010 წ. ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

„სიყვარული ყველას უნდა“2010წ. საყოფაცხოვრებო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა.

„ველას წყარო“ 2008 წ სასმელი წყლის მიწოდება.

„აი ია“ 2008წ. სკოლის სახურავის შეკეთება

,,ლაშე" 2008 წ.  სოფლის შიდა გზის მოხრე


პროგრამის სახელწოდება:         ~გზა უკეთესი მომავლისაკენ”
განხორციელების ადგილი:              ჯუმათის თემი
ვადები:                                2012წ იანვარ_დეკემბერი
პროგრამის საერთო ბიუჯეტი:       3345ლ
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა      2400 ლ
სხვა წყარო:                         945 ლ.   
განმახორციელებელი:           ახალგაზრდული ცენტრი ~ჯუმა”
პროგრამის კოორდინატორი:     მაკა ჩხარტიშვილი
წარმოდგენის თარიგი.           2012წ. 5 იანვარი.

                                                               

სათემო ცენტრის მისია და პროგრამის მიზნები.
                                                                           

თემში არსებული სიტუაციის აღწერა:

   სოფელი ჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთერთი მაღალმთიანი სოფელია, რომელიც რაიონული ცენტრიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული. სოფლის სახელწოდება წარმოდგება სიტყვისაგან “ჯუმ” რაც მეგრულიდან საძმოს ნიშნავს. ჯუმათი ისტორიული მნიშვნელობის მქონე სოფელია. ის გურიის ერთერთი უძველესი საგანმანათლებლო კერა იყო.. აქ მდებარეობს ჯუმათის მონასტერი რომელიც IX-XIსს. ძეგლია, ჯუმათის ტაძარი “მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების” სახელობისაა.
    ჯუმათის  მოსახლეობა შეადგენს 450 კომლს, 1945 ადამიანს. ჯუმათის თემი შედგება 4 სოფლისგან. (ახალი ტერიტორიული დაყოფის მიხედვით) ჯუმათი ბოგილი, შუშანდარი და იანეთი. ჯუმათი განლაგებულია ზღვის დონიდან 425 მეტრზე. სოფელში საკმაოდ მოიპოვება ისეთი  ბუნებრივი რესურსები როგორიცაა: საშენი მასალა, ხე-ტყე და ქვიშა. ასევე არის სამკურნალო გოგირდიანი წყალი. მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებულია. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებითა და  რეალიზაციით. სოფელში ხარობს ციტრუსი, თხილი და მარცვლოვანი კულტურები. ასევე გავრცელებულია მესაქონლეობაც. სწორედ ეს წარმოადგენს მოსახლეობის ძირითად შემოსავლებსაც.
  სოფელში დღეისათვის ფუნქციონირებს ჯუმათის საჯარო სკოლა, ამბულატორია, ჩვენი პროექტით შექმნილი სამკერვალო და ხელსაქმის შემსწავლელი კურსები, ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სოფლის ბიბლიოთეკა, ჩვენი ახალგაზრდული ცენტრი და სოფლის თვითმმართველობის ორგანო (როგორც ხედავთ ამ ექვსი ობიექტიდან სამი ჩვენი ძალისხმევით არის შექმნილი.)
   თემში არ ფუნქციონირებს მცირე  საწარმოები, არ არის განვითარებული და ათვისებული სოფლის მეურნეობის დარგები, არ არის საკმარისი მექანიზაცია ხვნა თესვისა თუ სახვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, აქედან გამომდინარე ძალიან დაბალია მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელი დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 2 %. საჯარო სკოლაში და თვითმმართველობის ორგანოში.  უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაბალი ფასების გამო მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
    მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გარდა სოფელში უამრავი პრობლემაა  გაუმართავი  ინფრასტრუქტურის მხრივ. თითქმის არ არსებობს, დანგრეულია შიდა ხიდები და შიდა გზები, არც ერთ უბანს არ მიეწოდება სასმელი წყალი, ზოგიერთ უბანში არ არსებობს გარე განათებები, მწყობრიდან გამოსულია ელექტრო გადამცემი ბოძები.  ჯერ კიდევ საერთო გამრიცხველიანებაა. არ არსებობს საბავშვო ბაღი და არსებობს უამრავი სხვა პრობლემა რაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ვერ მოხვდა.
   მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღება, რადგანაც სოფელში არ არსებობს არც ერთი ინტერნეტიზირებული დაწესებულება და ენების შემსწავლელი კურსები.
  ასევე პრობლემურია მოსახლეობას და თმ-ს შორის კომუნიკაციის საშუალებები. ძირითადად თავის პრობლემებით თმ-ში  მისული მოსახლეობა მიდის დაუკმაყო
ფილებელი. ამის მიზეზად თმ-ს შეზღუდული და გადაწყვეტილების მიღების არასაკმარისი უფლებები სახელდება. ასევე ნაკლებად ფლობენ მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციას. არ ხდება მოსახლეობასთან თმ-ს წარმომადგენლების ხშირი შეხვედრები, რომლებიც ატარებს ინფორმაციულ და საანგარიშო ხასიათს. აქედან გამომდინარე მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია თავის უფლებებზე და თემში განსახორციელებელ საქმიანობებზე. ეს სიტუაცია კი ქმნის მოსახლეობის ზერელე დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ, რადგანაც თვლიან, რომ რაც არ უნდა თქვან და მოითხოვონ მათ აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და არ დააკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე ძალიან დაბალია მოსახლეობის აქტივობაც და სურვილიც მათი ჩართულობისა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
         


სათემო ცენტრის არსებობის საჭიროება.
 ჩვენი ცენტრის არსებობის მანძილზე, ნათელი გახდა, რომ ცენტრში მიმდინარე საქმიანობები საჭირო კი არა აუცილებელიც კია ისეთი სოფლისთვის, როგორიც ჯუმათია. როგორც ავღნიშნეთ სოფელი საკმაოდ დაშორებულია რაიონული ცენტრიდან და სოფლის ახალგაზრდობა ვერ ახერხებს იმ არაფორმალური განათლებისა და მომსახურების მიღებას რაც მათთვის აუცილებელი და საინტერესოა. კომპიუტერული სწავლება, ინტერნეტით სარგებლობა, ხელსაქმის შემსწავლელი კურსები, ქსეროქსით სარგებლობა ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რისი მიღებაც სოფლის ახალგაზრდობას, და არა მარტო მათ, ჩვენი ცენტრის მეშვეობით შეუძლიათ.
  გარდა მომსახურებებისა ჩვენი ცენტრი ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, რაც მოსწავლე ახალგაზრდობაში დიდ დაინტერესებას და აქტივობას იწვებს. პროგრამული ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული არიან როგორც ს/ჯ წევრები ისე საჯარო სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა. დიდი ხალისითა და ინტერესით გვეხმარებიან, სავადასხვა აქციებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობაში. ს/ჯ შეხვედრების დროს ხშირად გვესწრებიან ცენტრის არაწევრი ახალგაზრდები და სხვადასხვა საინტერესო წინადადებებიც კი შემოსულა მათგან, რასაც ხშირად ვითვალისწინებთ.
    მაგრამ ყველაზე ნაყოფიერ და სოფლისთვის სასარგებლო საქმიანობად, მაინც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს მივიჩნევთ. ჩვენი ცენტრის მიერ განხორციელებული 9 პროექტის მეშვეობით, ზოგ შემთხვევაში დროებით,ზოგში კი სამუდამოდ მოგვარდა, სოფლისთვის განსაკუთრებით პრობლემური 9 საკითხი. 5-6 წლის ვადით მოგვარდა 2 უბნის შიდა გზების პრობლემა, 15-20 წლით სოფლის ორი უბნის მოსახლეობას მოეხსნა სახნავ სათესი ნაკვეთების შემოღობვის პრობლემა და ხარჯი. სოფლის ერთ უბანს მოეხსნა სასმელი წყლის პრობლემა. მოვახდინეთ იანეთში დაწყებითი სკოლის შენობის რემონტი. ჩვენს მიერ რეაბილიტირებული სკოლის ბიბლიოთეკით რამდენიმე თაობა ისარგებლებს. ასევე წარმატებულ პროექტად მივიჩნევთ სამკერვალოსა და ხელსაქმის კურსების შექმნას, რომელიც ასევე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი და უკვე ჩვენს იმედებს ამართლებს. ასევე ძალიან წარმატებულ   პროექტად მივიჩნევთ,  სოციალურად დაუცველი 10 ოჯახის დახმარების პროექტს, ეს პროექტი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გვახსენდება. ამ პროექტით თვალნათლივ დავინახეთ თუ როგორ სჭირდება ჩვენნაირი ცენტრი სოფელს და მის მოსახლეობას.
  ამ პროგრამის მიმდინარეობის დროს ჩვენი ცენტრი აქტიურად გააგრძელებს სოფლის პრობლემების კვლევას და ამ კვლევების შედეგების წარდგენას შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში. ასევე განახორციელებს მონიტორინგს ამ პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებზე. მაქსიმალურად შევეცდებით სოფლის მოსახლეობის უფლებების დაცვას, განათლების დონის ამაღლებაში დახმარებას და ჩვენი ცენტრისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებით სოფლის მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.
  ასეთი მრავალფეროვანი და მრავალმხრივი საქმიანობების განმახორციელებელი ახალგაზრდული ცენტრი ჯუმათის მსგავსი პრობლემური და მაღალმთიანი სოფლისთვის, ჩვენი აზრით ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ საქმიანობებს ახორციელებს სოფლის ახალგაზრდობა თავისი ნიჭით და მონდომებით.

ჯუმათის სათემო ცენტრი "ჯუმა"-ს

მისიის და ხედვის განაცხადი

ჩვენ გვსურს, რომ სოფლის მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და განათლებული, დაცული იყოს მათი უფლებები, იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და დასაქმებული.

ჯუმათის ახალგაზრდული ცენტრის მისიაა თემის მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ამისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჯუმა” განახორციელებს, საგანმანათლებლო და პრაქტიკული ხასიათის პროექტებს/ღონისძიებებს და აქტიურად ითანამშრომლებს სამთავრობო სტრუქტურებთან.

ჩვენ გვჯერა ურთიერთპატივისცემითა და გუნდურობით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით შევძლებთ თემის მოსახლეობის უკეთესი მომავლის შექმნას. 


სტრატეგიული მიზანი
მეწარმეობის განვითარებისა და მოსახლოების არაფორმალური განათლებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნით, ასევე ადგილობრივ დონეზე სოფლის ინტერესების ეფექტურად წარმოჩენით გაუმჯობესებულია მოსახლეობის ყოფითი პირობები.
სტრატეგიული ამოცანა 1    სტრატეგიული ამოცანა 2    სტრატეგიული ამოცანა 3
სოფლის მოსახლეობასა და ხელისფლებას შორის  აწყობილია ეფექტური კომუნიკაცია    მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია აქტუალური ინფორმაცია და არაფორმალური განათლება     შექმნილია ბიზნესის განვითარებისა და დასაქმებისათვის შესატყვისი პირობები
ინდიკატორები    ინდიკატორები    ინდიკატორები
-    თმ-ში მოსახლეობისგან  შესული  წინადადებების გათვალისწინების რიცხვის ზრდა
-    თმ-ს წარმომადგენლების მოსახლეობასთან საანგარიშო შეხვედრების რაოდენობა    -    სათემო ცენტრის სერვისებზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა
-    სათემო ცენტრის  ბიუჯე
ტის ზრდა    -დასაქმებული ადამიანების  რაოდენობის ზრდა
-მეწარმეობაზე შეტანილი დაფინანსებული პროექტების რაოდენობა
საქმიანობები    საქმიანობები    საქმიანობები
1.1    სოფლის მოსახლეობის პრობლემათა კვლევა
1.2    თმ ინფორმირება არსებულ პრობლემებზე
1.3    თმ-დან დაფინანსების მოძიება
1.4    თმ-ს საანგარიშო შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობასთან
1.5    თმ-ს მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი
                                                                   2.1    კომპ კურსები
2.2    ინტერნეტით მომსახურება
2.3    ხელსაქმის წრეები
2.4    შემეცნებითი ფილმების ჩვენება
2.5    სემინარები მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხებზე (ექსპერტების მოწვევა)
2.6    საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და დავრცელება (სასოფლო-სამეურნეო, იურიდიულ საკითხებზე)
2.7    სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები    3.1სამკერვალოს ფუნქციონირება

3.2.    სოციალური  მეწარმეობის განვითარებაზე პროექტების მომზადება და კონკურსებში მონაწილეობა
3.3.    საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტებზე/ შესაძლებლობებზე მოსახლეობის ინფორმირება

ჩვენს საქმიანობებში რაიმე არსებითი სახის ცვლილებები არ შეგვიტანია, თუმცა
წლევანდელ წელს შევეცდებით აქტიურად ვიმუშაოთ ფონდების მოძიებაზე, ასევე მოვიძიოთ კომპიუტერული სწავლების სპეციალისტი და თუ ეს ვერ მოვახერხეთ მაშინ ჩვენი ცენტრის რომელიმე წარმომადგენელი გაივლის კურსებს ოზურგეთში და ის გააგრძელებს კომპიუტერულ სწავლებების კურსს.
 ასევე ახალგაზრდობის მოზიდვის კუთხით დავამატეთ პროგრამაში ახალი ტიპის ღონისძიება `რა? სად? როდის?~ რის შედეგადაც გამოვავლენთ ნიჭიერ ახლგაზრდებს და გავაძლიერებთ ახლაგაზრდულ ცენტრს.

სამიზნე ჯგუფი არის ჯუმათის თემის მოსახლეობა -  450 კომლი ანუ 1945 მაცხოვრებელი.

 ეს საქმიანობები დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დროს. საქმიანობების შერჩევისას გავითვალისწინეთ წინა წლის პროგამის შეფასების შედეგები. შეფასების შედეგად ნათელი გახდა, რომ ცენტრის საქმიანობებიდან ყველაზე ნაყოფიერი და ასევე მაშტაბური ღონისძიებები იყო თმ-სთან დაკავშირებული საქმიანობები და ასევე სპორტული და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. Aასევე მოთხოვნადია სათემოს მიერ შეთავაზებული სერვისებიც. (ქსეროქსი, ინტერნეტი, ჭრა კერვის კურსები და სხვა) აქედან გამომდინარე ამ პროგრამაში პრიორიტეტულად მივიჩნიეთ განვახორციელოთ იმ ტიპის ღონსძიებები, რომლებიც წინა პროგრამიდან მიღებული გამოცდილების შედეგად,  უფრო მოთხოვნადი და საინტერესო იყო მოსახლეობისთვის და აგრეთვე მოიტანა რეალური შედეგები. (თვისობრივად რაიმე ახალი ღონისძიების განხორციელებას არ ვგეგმავთ, შევეცდებით გავაუმჯობესოთ ხარისხი ჩვენი საქმიანობების)
იანვარი
1). კალენდრის გამოშვება: 2012 წლის იანვრის თვეში გამოუშვებთ კალენდარს, რომელიც დასურათებული იქნება ცენტრის საქმიანობების ფოტო მასალებით. კალენდარს გამოვუშვებთ 50 ცალს და გავავრცელებთ თემის ტერიტორიაზე. კალენდარზე მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია. პასუხისმგებელი საქმიანობაზე იური ლეჟავა. ( თვის ბოლოს აუცილებლად გამოვუშვებთო)
თებერვალი
2) პრეზენტაცია თებერვლის თვეში ვგეგმავთ 2012 წლის პროგრამის პრეზენტაციას. Pპრეზენტაცია იქნება ნახევარ საათიანი და წარვადგენთ ჩვენს სამომალო გეგმებსა და საქმიანობებს. Aასევე საუბარი გვექნება ჩვენს როლსა და გეგმებზე ახალ სათემო ორგანიზაციაში ამ ორგანიზაციაში. Pპრეზენტაცია მოეწყობა ჩვენი ცენტრის ოფისში და ჩვენი ს/ჯ წევრების გარდა დაესწრებიან თმ. ს წარმომადგენლები, ფონდის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა. წინასწარი მოწვევით. სულ 30 ადამიანი. Pპასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი, მარიამ დონდოლაძე. Eეს იქნება 2012 წლის პროგრამის “ გზა უკეთესი მომავლისაკენ” პრეზენტაცია
მარტი
3). სემინარი: 2012 წლიდან ჩვენი ახალგაზრდული ცენტრი ჩაერთვება აგრობიზნესცენტრის, სდგკს და გურიის მედიატორთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლთა იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას. Pპროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ცენტრი ჩართული იქნება მთელ რიგ საქმიანობებში. ინფოს გავრცელება სემინარ-ტრენინგები. იქნება ფინანსური ანაზღაურებაც. (50 ლ. 12 თვე). Aახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება სემინარი თემაზე “ოჯახური ძალადობა”. სემინარს წაიკითხავს იურისტი. იქნება ერთ დღიანი. Dდაესწრება 15-20 ადამიანი. პასუხისმგებელი იური ლეჟავა, ანა ჯიშკარიანი. A(ამ სახით ვერ გავწერ იმიტომ, რომ პროექტი ჯერ არ უთარგმნათ ინგლისურ ენზეა და რეზიუმეც არ მოუწოდებიათ. Eეს არის მათგან მოწოდებული ზეპირი ინფორმაცია ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიფორმებია მაგრამ, ვიცით, რომ იქნება ფართო მაშტაბიანი და ანაზღაურებადი საქმიანობები.)
Aაპრილი
4) დეპუტატის შეხვედრები მოსახლეობასთან. 2012 წლის პროგრამის ერთერთ ძირითად საქმიანობად ვგეგმავთ სოფლის თვითმმართველობასთან ურთიერთობას, მათი საქმიანობის მონიტორინგსა და მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებას თმ-ს ორგანოებში. Aამ მიზნის მისაღწევად ერთერთი მთავარი საქმიანობაა მოსახლეობის დეპუტატთან შეხვედრების ორგანიზება. Aამ შეხვედრებზე მოსახლეობის ინფორმირება. საქართველოს Oორგანულ კანონში თვითმმართველობის შესახებ თვალნათლივ არის მითითებული, რომ სოფლის დეპუტატი წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში ვალდებულია ყოველი თვის ერთიდაიგივე Dდღეს იმყოფებოდეს სოფლის თვითმმართველობის შენობაში და ხვდებოდეს ხალხს. Aამ შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ დასმულ ყოველ პრობლემაზე თუ შეკითხვაზე დგება ოქმი, რომელიც გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და განხილვის შემდეგ ეს მოქალაქე ყველა შემთხვევაში მიიღებს წერილობით პასუხს თავის შეკითხვაზე. Eეს შეხვედრები ყოველი თემისთვის სავალდებულოა, მაგრამ 2011 წლის პერიოდში ჩატარდა მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ისიც ჩვენი ცენტრის აქტიურობის შედეგად. 2012 წლიდან კი ვაპირებთ ამ მხრივ უფრო მეტად გააქტიურებას, მოსახლეობის მობილიზებას და ინფორმირებას. 12 თვის განმავლობაში შევეცდებით ჩავატაროთ 12 შეხვედრა. ჩვენი აზრით ამ შეხვედრებზე თმ-ს ორგანოებში შევა დაახლოვებით 30-40 წინადადება. პასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი, იური ლეჟავა.
5) თმ-ს საქმიანობის მონიტორინგი.
Gგარდა ზემოთ აღნიშნული ღონისძიებისა თმ-ს საქმიანობის მონიტორინგს განვახორციელებთ 2012 წლის საბიუჯეტო წინადადებების მომზადების საქმიანობების დაგეგმვის და ამ საქმიანობების განხორციელების პროცესსა და დასრულებული საქმიანობის ხარისხის კვლევის მეშვეობით. ჯუმათის თემისთვის ბიუჯეტიდან ყოველ წელს გამოიყოფა 32 000 დან 40 000 ლარამდე თანხა, რომელიც უნდა გაიხარჯოს მიზნობრივად მოსახლეობის სურვილისა და საჭიროებების მიხედვით. 2011 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა არა საკმარისი სასმელი წყალი და შიდა გზების სავალი ნაწილის არ არსებობა. Aამ პრობლემებზე ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა 2 საბიუჯეტო წინადადება და შედგა ამ წინადადებების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავ-რე. ჩვენი ცენტრი ყურადღებას მიაქცევს მიმდინარე პროცესებში ჩვენს მიერ გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებას. სამუშაოების მსვლელობისას ხარისხს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მასშტაბებს. A(ამას გავაკეთებთ უშუალოდ საქმიანობების მიმდინარეობის ადგილზე ხშირი ვიზიტებით) სამუშაოების დასრულების შემდეგ მოვახდენთ მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევას და შედეგებს წარვუდგენთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს. Eეს კონკრეტული საქმიანობები გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.Pპასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი ია ჩხარტიშვილი.
6) დარეგისტრირება: აპრილის თვეში ვგეგმავთ ახალგაზრდული სათემო ცენტრების გაერთიანება დარეგისტრირებას. 2011 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა შეხვედრა გურიის ახალგაზრდული ცენტრების კოორდინატორებსა და სხვა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს. ჩვენი გადაწყვეტილებით გვსურს შევქმნათ გურიის სათემო ორგანიზაციების კავშირი, რომელშიც გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს ბაილეთის, ასკანის, თხინვალის სათემო ორგანიზაცია “იმედმა”, დვაბზუს საინიციატივო ჯგუფმა და ჯუმათის ახალგაზრდულმა ცენტრმა. იანვრიდან ერთობლივად  დავიწყებთ საჭირო დოკუმენტაციის და წესდების მომზადებას და სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებისთვის უკვე დავრეგისტრირდებით სათემო ორგანიზაციად. შევიმუშავებთ სტრატეგიულ გეგმას და უფრო მეტი შესაძლებლობებით, მასშტაბებითა და მონდომებით განვაგრძობთ ჩვენს საქმიანობებს. დარეგისტრირებისთვის საჭირო ხარჯებს გავიღებთ საკუთარი ჰონორარებიდან. საქმიანობებზე, საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი მაკა ჩხარტიშვილი. Aამ ეტაპზე მომზადებული გვაქვს წესდების ტექსტი და შედგენილია ორგანიზაციში გაწევრიანების მსურველთა სია.

Mმაისი
7) ფრენბურთის ჩემპიონატი. ვგეგმავთ სოფლის ჩემპიონატის ორგანიზებას ფრენბურთში. ჩემპიონატი ჩატარდება უბნებს შორის. ერთმანეტს შეხვდებიან იანეთის, ნაურმევის, ბოგილის, ძირჯუმათის, ბეგოს და შუშანდარის ფრენბურთის გუნდები. შეჯიბრი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გამარჯვებულ გუნდს გადავცემთ პრიზს და ფასიან საჩუქრებს. საჭირო თანხას გადმოგვცემს სამკერვალო. (50 ლარს) ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 30 მონაწილე ხოლო დაესწრება 100 მაყურებელი. ხანგრძლივობა იქნება 1 კვირა. პასუხისმგებელი იური ლეჟავა უჩა ართილაყვა.
ივნისი

ივნისი
8) ბოლო ზარი. დავეხმარებით გამოსაშვებ კლასს ზეიმის ორგანიზებაში. ინტერნეტში საჭირო მასალების მოპოვებაში. გადაუღებთ სურათებს და დაუმზადებთ დისკებს საჩუქრად. დავეხმარებით საჭირო ატრიბუტების შეძენაში. დავბეჭდავთ მოსაწვევებს 50 ცალს გამოსაშვები ზეიმისთვის. დავეხმარებით დადგმებისა და სხვადასხვა ნომრების მომზადებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 15 ბავშვი. სულ ღონისძიებას დაესწრება 50 ადამიანი. საჭირო თანხებს გამოვყობთ საკუთარი შემოსავლებიდან (40-50 ლ-ს ოდენობით) პასუხისმგებელი საქმიანობაზე იური ლეჟავა თამარ დარჩია.

ივლისი
9) სათემო ცენტრის შეფასება
  ივლისის თვეში პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე ვგეგმავთ ცენტრის საქმიანობის შეფასებას. მისი მიზანია გავარკვიოთ სწორად დაიგეგმა თუ არა და მიმდინარეობს საქმიანობები, ხომ არ საჭიროებს რაიმე ცვლილებებს პროგრამა.
-  გაიზარდა თუ არა ჩვენი ცენტრის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე მომხმარებელთა რაოდენობა.
-  გაიზარდა თუ არა ს/ჯ წევრების რაოდენობა და აქტივობა. წინა პროგრამასთან შედარებით.
-  წინა წელთან შედარებით გახდა თუ არა დამფინანსებლები უფრო მარავალფეროვანი და ბიუჯეტი უფრო მაღალშემოსავლიანი.
- არის თუ არა მცდელობები გარე ურთიერთობების დამყარების.
- რა საქმიანობები განხორციელდა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. (პროგრამის გარეთ)
- რა გზებით ხდება ინფორმაციის გაცემა ცენტრის საქმიანობების შესახებ.
- ს/ჯ წევრების გამოკითხვა ს/ჯ შეხვედრების დროს. კმაყოფილების ხარისხის დადგენა ფარული კენჭისყრის გზით.
 მონიტორინგის უფრო ობიექტურად ჩატარების მიზნით ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად  გამოკითხვებში მონაწილეობას მიიღებს ერთერთი ახალგაზრდული ცენტრის ~ბაიას” წარმომადგენელი ვერიკო იმნაძე..
  გავაკეთებთ მონიტორინგის შედეგების შეფასებას და ამ შედეგების შესაბამისად გადავხედავთ მომავალ საქმიანობებს (შევადგენთ გარე ურთიერთობების ვენდიაგრამის ნახაზს თვალსაჩინოებისთვის და ცხრილურ ფორმატში აქტივობების და შემოსავლების ზრდის რაოდენობრივ მაჩენებელს.)
  დეკემბრის ბოლოს კვლავ ვგეგმავთ ცენტრის საქმიანობის შეფასებას. მონიტორინგს განვახორციელებთ იგივე ფორმატით როგორც ივლისის თვეში. შევიტანთ ცხრილში ახალ მონაცემებს და დავაკვირდებით განვითარების დინამიკას. წარმოვაჩენთ სუსტ და ძლიერ მხარეებს და გავამახვილებთ ყურადღებას სუსტ მხარეებზე. და განვახორციელებთ დამატებით საქმიანობებს. პასუხისმგებელი მაკა ჩხარტიშვილი, მარი დონდოლაძე.

აგვისტო
10) რა, სად, როდის. სასწავლო პროცესისა და გამოცდების დასრულების შემდეგ განტვირთვისა და გახალისების მიზნით ვგეგმავთ ჩავატაროთ კონკურსი “რა, სად, როდის” კონკურსი მოეწყობა მაღალი კლასების მოსწავლეებისათვის. კონკურსი ჩატარდება ჩვენი ცენტრის ოფისში. წინასწარ შედგება 4 ჯგუფი, პირველ ეტაპზე ჩატარდება შეჯიბრი 4 ჯგუფს შორის ერთად. იქნება 4 მაგიდა. ერთი წამყვანი დაუსვავს კითხვებს 4 ჯგუფს. რომელი ფგუფიც დააგროვებს უმაღლეს ქულებს 2 ჯგუფი გადავა მეორე ტურში. შემდეგ გაიმართება ფინალი. გამარჯვებულ ჯგუფს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, რომელსაც ჩვენი ცენტრი და თმ-ს ორგანო შევიძენთ ერთობლივად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 20 მონაწილე და იქნება 2 დღიანი. კითხვებს მოვიძიებთ ინტერნეტში. პასუხისმგებელი საქმიანობაზე იური ლეჟავა და მარიამ დონდოლაძე.
სექტემბერი
11) აქცია “ჯანმრთელი ბავშვები”. 2011 წლის პროგრამის ფარგლებში ერთერთი საუკეთესო ღონისძიება იყო ეს აქცია. სოფლის მოსახლეობაში გამოიწვია დიდი დაინტერესება. Gგასინჯვების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო ყველა მათგანის დაკმაყოფილება კი ვერ მოხერხდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მომავალ პროგრამაში აუცილებლად შევიტანდით ხელმეორედ.
სექტემბრის თვეში ჩვენი ცენტრის ორგანიზებით, სოფლის ამბულატორიაში მოვაწყობთ საჯარო სკოლის მოსწავლეების სამედიცინო გამოკვლევას ხერხემლის სხვადასხვა დაავადებების გამოვლენაზე. როგორც წესი ხერხემლის დაავადებები ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება.  სოფელში ცხოვრობს მაღალკვალიფიციური ექიმი მასაჟისტი, რომელიც მუშაობს რაიონის საავადმყოფოში და ასევე სპორტ სკოლაში სპორტულ მასაჟისტად. მან გამოთქვა სურვილი ამ აქციაში მონაწილეობის. აქციის მიზანია სკოლის ასაკის ბავშვებში დროულად გამოვლინდეს ხერხემლის პათოლოგიები, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დროული მკურნალობა. აქცია ჩატარდება სოფლის ამბულატორიაში. გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ამ აქციაზე ვვარაუდობთ, რომ გაისინჯება და სათანადო მკურნალობა დაენიშნება დაახლოვებით  45 – 50 ბავშვს. ექიმი იმუშავებს უსასყიდლოდ. ამ აქციის შესახებ წინასწარ გავავრცელებთ ინფორმაციას საინფორმაციო ფურცლების მეშვეობით, რომელსაც დავბეჭდავთ 50 ცალს და გავავრცელებთ მოსახლეობაში. ასაკი არ იქნება შეზღუდული. პასუხისმგებელი მაკა ჩხარტიშვილი და თამარ დარჩია.     

ოქტომბერი
12) სოფლის პრობლემების კვლევა. 2010-2011 წლების განმავლობაში ჩვენი ცენტრის ერთერთი ძირითადი საქმიანობაა სოფლის პრობლემების და საჭიროებების კვლევა. Aამ წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორივე წელს ჩვენს მიერ დადებული კვლევების შეეგები გათვალისწინებული იქნა მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავების დროს საკრებულოში. 2011 წლის კვლევებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ საბიუჯეტო წინადადებები (2 წინადადება) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და სოფლის მოსახლეებისა და სტუმრებისთვის მოვაწყვეთ პრეზენტაცია.
2012 წლის ოქტომბრის თვეში ვგეგმავთ სოფლის პრობლემების კვლევას ანკეტირების გზით, რომელიც იქნება წინაპირობა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესებში.
ვგეგმავთ ჩავატაროთ არა სოფლის საერთო გამოკითხვა, არამედ კვლევას ჩავატარებთ უფრო კომპლექსურად, ოთხ ეტაპად. კვლევები ჩატარდება ჯუმათის თემში შემავალ 4 სოფელში ცალ ცალკე.  ამ კვლევების შედეგად  დაიდება უფრო კონკრეტული მასალა თუ რა პრობლემები აქვს ამა თუ იმ სოფელს და უფრო მიზანმიმართულსდ და დანიშნულებისამებრ გაიხარჯება თემისთვის გამოყოფილი თანხები. შევადგენთ ინდივიდუალურ ანკეტებს თითოეული სოფლისთვის. მაგალითად: ერთ სოფელს არააქვს შიდა გზების პრობლემა ამიტომ ამ შეკითხვას არ შევიტანთ ამ სოფლის კითხვარში და ა.შ. გამოკითხვას ჩაატარებენ ჩვენი ცენტრის წევრები. შემდეგ მოვახდენთ შედეგების დაჯამებას და კვლევების შედეგებს მივაწვდით თვითმმართველობას. განსაკუთრებული სიმწვავის პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში. მოვამზადებთ პეტიციას, ან საბიუჯეტო წინადადებებს შევაგროვებთ ხელმოწერებს  და შევიტანთ რაიონის საკრებულოში. სწორედ რაიონის ხელმძღვანელების, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის და რაიონის გამგებლის თხოვნით, რომ უფრო დაწვრილებით და კარგად შეისწავლონ სოფლის პრობლემები და უფრო ეფექტურად გაიხარჯოს სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილ თანხები ვატარებთ ამ კვლევას. ეს ღონისძიება გაგრძელდება 10 დღის ვადაში და მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ცენტრის 5 წევრი.. პასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი, იური ლეჟავა, თამუნა დარჩია. მსგავსი კვლევა ჩავატარეთ 2011 წლის თებერვალში და 1 კვირის ვადაში დავამთავრეთ, მასში ჩართულია 5 წევრი და ივსება დაახლოვებით 200 ანკეტა.

ნოემბერი
13) დეპუტატის საანგარიშო შეხვედრა
ნოემბრის ბოლოს ვგეგმავთ მოვაწყოთ თმ-ს წარმომადგენლის, დეპუტატის ან რწმუნებულის საანგარიშო შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მოსახლეობას და თმ-ს წევრს წარვუდგენთ ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, ჩატარებული გამოკითხვის პასუხებს. მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის პროცენტულ მაჩვენებლებს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებზე. რწმუნებული წარადგენს საქმიანობების და ფინანსურ ანგარიშს და პასუხს გასცემს მოსახლეობის შეკითხვებს.  შეხვედრა ჩატარდება ბიბლიოთეკის დარბაზში. დაესწრება დაახლოვებით 30 ადამიანი. სოფლის უბნების ლიდერები და სოფლის ახალგაზრდობა. წინასწარ დავარიგებთ მოსაწვევებს მოსახლეობაში 35-40 მოსაწვევს. ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. პასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი ია ჩხარტიშვილი.
19) ბუკლეტის გამოშვება პროგრამის დასაწყისში და ასევე დასასრულს ვგეგმავთ საინფორმაციო ბუკლეტის გამოშვებას. თებერვლის ბუკლეტში გადმოცემული იქნება 2012 წლის პერიოდისათვის განსახორციელებელი საქმიანობებზედა გეგმებზე მოკლე ინფორმაცია ხოლო მეორე ბუკლეტში, რომელიც გამოვა ნოემბრის ბოლოს გადმოცემული  იქნება  2012 წლის მანძილზე ჩვენს ცენტრში განხორციელებული საქმიანობების ფოტო და ტექსტური ინფორმაცია. ასევე  სემინარის თემაზე მოკლე ინფო. ცენტრში მიმდინარე მომსახურებების ჩამონათვალი და განრიგი. მოკლედ მოთხრობილი იქნება ჩვენი ცენტრის მიზნებზე და ამოცანებზე.  Oრივე სემთხვევაში, ბუკლეტი დაიბეჭდება 50-50 ცალი და გავრცელდება სხვადასხვა უბნებში ჩვენი ს/ჯ წევრების მეშვეობით. პასუხისმგებელი იური ლეჟავა, უჩა ართილაყვა..           
დეკემბერი
14) საახალწლო ზეიმი. Dდეკემბრის ბოლოს ჩვენი ცენტრის ორგანიზებით ვგეგმავთ მოვაწყოთ საახალწო ზეიმი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სკოლის მოსწავლეები და ჩვენი ცენტრის წევრები. ზეიმი იქნება 2 საათის ხანგრძლივობის. სხვადასხვა საკონცერტო ნომრები და სასაცილო სკეტჩები. მოვიწვევთ სოფელში მცხოვრებ ხალხური სიმღერების შემსრულებელებს. Mოწვეული გვეყოლებიან სოფლის მოსახლეობა, ორგანიზაციის სხვა წევრი ახალგაზრდული ცენტრები. შოციალურად დაუცველი ოჯახების წევრ ბავშვებს გადავცემთ ტკბილეულს და ხილის ნობათებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40 მდე ადამიანი ხოლო დაესწრება 50-60 ადამიანი. ხარჯებს გავიღებთ ახალგაზრდული ცენტრის და თმ-ს წარმომადგენლები. (20 ლ) პასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა და ია ჩხარტიშვილები.


                                   მიმდინარე საქმიანობები
15) ინტერნეტ და ქსეროქსით მომსახურება სოფელში არ არსებობს არცერთი ინტერნეტიზირებული დაწესებულება აქედან გამომდინარე ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ ჩვენს ცენტრში შეუძლია მოსახლეობას. ოფისი  მოემსახურება სოფელს ინტერნეტით. მოსახლეობის დიდი რაოდენობითY მიგრაციის გამო, ინტერნეტს თითქმის მთელი სოფელი მოიხმარს. ასევე ვუზრუნველყოფთ თმ-სა და  სოფლის ამბულატორიას ელექტრონული ფოსტის წარმოებაში ოფიციალური დოკუმენტაციისთვის. სოფლის მოსახლეობას მოვემსახურებით სკყპე-ს პროგრამით 14 დან 16 საათამდე. ყოველდღე. საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებებისთვს საჭირო მასალების მოსაპოვებლად.
ცენტრში მიმდინარე ერთ ერთი ყველაზე საჭირო სერვისია ასევე სოფლის ქსეროქსით მომსახურება. ცენტრი ემსახურება საჯარო სკოლას, თმ-ს, და სოფლის მოსახლეობას. მათ ამ სერვისის მიღებაც მხოლოდ ჩვენს ცენტრში შეუძლიათ. სოფელში სხვა ქსეროქსი არ არსებობს. ქსეროქსით მომსახურება და ასევე ყველა სხვა მომსახურება თუ კურსები რაც ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვისაც არის ხელმისწავდომი. პასუხისმგებელი ქეთევან ჩხარტიშვილი. იური ლეჟავა
16) ს/ჯ შეხვედრები ს.ჯ შეხვედრები მოხდება სისტემატურად, კვირაში 1 დღე ხუთშაბათს დღის 11 საათზე. შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფი იმსჯელებს სოფლის პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე. ასევე განხილული იქნება ცენტრის ფუნქციონირების ფინანსური და სხვადასხვა აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები, გეგმით გათვალისწინებული და ასევე არაგეგმიური ღონისძიებების  მიმდინარეობასა და მოსამზადებელ საქმიანობებზე. ს/ჯ-ს გაფართოებას რაც შეეხება იანვრის თვეში შემოგვიერთდება კიდევ ერთი წევრი, საბა ჩხარტიშვილი,  რომელიც ჩაერთვება საქმიანობებში ახალგაზრდობასთან ურთიერთობების განხრით და სასკოლო ღონისძიებების მოწყობაში მიიღებს მონაწილეობას. ის მეთერთმეტე კლასის  წარჩინებული მოსწავლეა. პასუხისმგებელი მაკა ჩხარტიშვილი
17) კომპიუტერის კურსები. ჩვენი ცენტრი მომავალ პროგრამაშიც გეგმავს კომპიუტერული კურსების ორგანიზებას.. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო სკოლაში უკვე აქტიურად ისწავლება კომპიუტერული პროგრამები და ჩვენს ცენტრში არასერთიფიცირებული სწავლებაა მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩვენი ცენტრი ამ საქმიანობას მაინც აგრძელებს და თუ მსურველი გამოჩნდება უარს არ ვეტყვით.  ამ საქმიანობას წარუძღვება ს/ჯ წევრი ქეთევან ჩხარტიშვილი, რომელსაც აქვს აღებული სწავლების სერთიფიკატი. ერთწლიანი სწავლების ფარგლებში ჩვენი ვარაუდით მოვამზადებთ 20-25 მოსწავლეს. Pპასუხისმგებელი ქეთევან ჩხარტიშვილი, მაკა ჩხარტიშვილი.
18) სამკერვალს და ხელსაქმის კურსების ფუნქციონირება პროექტით “სიყვარული ყველას უნდა” შექმნილი სამკერვალო და ხელსაქმის შემსწავლელი კურსები ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს დიდი წარმატებით. 2 წლის განმავლობაში ხელსაქმე შეისწავლა 70 მდე ადამიანმა ხოლო სამკერვალოს მომსახურება მიიღო 150 ადამიანზე მეტმა. სამკერვალო თავისი შემოსავლებიდან საკმაო დახმარებას უწევს ცენტრს. Fფინანსურს თუ სხვადასხვა საქმიანობების დროს. იხდის ელ.ენერგიის გადასახადს. Gგამოყოფს პრიზებისთვის თანხებს და სხვა. 2012 წელშიც იმედი გვაქვს მათი მხარდაჭერის. Mმომავალი პროგრამის მიმდინარეობისას ვგეგმავთ ხელსაქმე შევასწავლოთ 50მდე ადამიანს და სამკერვალო მოემსახუროს 200 მომხმარებელს. ეს საქმიანობა მომავალ პროგრამაშიც გაგრძელდება და შეინარჩუნებს იგივე პროფილს და მომსახურებებს. იმუშავებს ყოველ დღე შაბათ კვირის გარდა. პასუხისმგებელი საქმიანობაზე მზევინარ დვალიშვილი, მაკა ჩხარტიშვილი. კურსები ხელს არ უშლის ცენტრის საქმიანობებს, ხოლო თუ დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება ოფისში, მაშინ მოხდება კურსების დროის გადაწევა ერთი ან ორი საათით.
20) ფონდების მოძიება. ცენტრის ძირითადი საქმიანობა ასევე იქნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მათთან ერთად სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა. ასევე ფონდების მოძიება და გრანტის მოსაპოვებელ საპროექტო კონკურსებში მონაწილეობა. ინფორმაციას ძირითადად მოვიპოვებთ ინტერნეტის საშუალებით. პროექტებს შევიტანთ  ქალთა ფონდებში.. ივნისის თვეში მონაწილეობას მივიღებთ ~ სტრატეგული კვლევებისა და განვითარების ცენტრის”. მიერ გამოცხადებულ გრანტის მოსაპოვებელ საპროექტო კონკურსში. ამ კონკურსისთვის მოსამზადებელი ფართო მაშტაბიანი გამოკითხვა უკვე ჩატარებული გვაქვს, კერძოდ ჩავატარეთ სოფლის მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა. სადაც გამოვლენილი იყო მოსახლეობის აზრი თუ რა მიმართულებით უნდა იმუშოს ცენტრმა და რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს პროექტების წერის დროს. მოსახლეობის აზრი ძირითადად ემხრობა სოფლად მცირე საწარმოების ამუშავებას და ამ გზით სოფლისთვის საჭირო საქმიანობების განხორციელებას და მოსახლეობის დასაქმებას. ძირითადად იდეები არის სოფლად მიკრო საწარმოების, ფერმების და სამექანიზაციო ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით. ამ წლის განმავლობაში ვგეგმავთ მოვამზადოთ მინიმუმ 3 საპროექტო განაცხადი. მოსახლეობის აზრს აუცილებლად გავითვალისწინებთ პროექტის წერის დროს. ეს განაცხადები აუცილებლად მომზადდება  სოფლის მეურნეობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ასევე აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის თემატიკაზე გამოცხადებულ
კონკურსებში. პასუხისმგებელი საქმიანობაზე მაკა ჩხარტიშვილი.
    


            ცენტრის ისტორია და გამოცდილება.
 ჯუმათის ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში.  ცენტრი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში.
 მთლიანობაში განახორციელა 9  პროექტი.
1.  ,,აი-ია”პროექტის საერთო ღირებულება  767 ლარი. შეკეთდა შენობის ავარიული სახურავი. შეილესა კედლები და შეიღება იატაკი. ჩაისვა მინები.
2. `ველას-წყარო~პროექტის საერთო ღირებულება   766 ლარი სოფელ ჯუმათის  ორ უბანს, კერძოდ ნაურმევის და ძირჯუმათის 25 ოჯახს მოეხსნება სასმელი წყლის პრობლემა, გაუუმჯობესდა ოჯახებში სანიტარული მდგომარება და გაუიოლდა სოფლის მეურეობის პროდუქციის მოყვანა.
 3. ~მგონი გვეშველა”პროექტის საერთო ღირებულება    2155 ლარი
   ამ პროექტით ჯუმათის 3 უბნის მოსახლეობას, 200 კომლს გაუუმჯობესდა მატერიალური მდგომარეობა,. კერძოდ შეღობილი იქნა 80 ჰა საყანე ფართობი, ამ ყანებში მოწვეული პროდუქცია მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოდგენს სოფელში. Mმსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი ვეღარ აზიანებს ნათესებს, აქედან გამომდინარე მოსავლიანობაც გაიზარდა.
4.,,ლაშე”ფონდიდან მოთხოვნილი თანხა:    653.9 ლარი;
 ჩვენი პროექტით სოფლის ერთ უბანს  გაუმარტივდა სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება, რომლის სიგრძე შეადგენს 2 კილომეტრს ხოლო სიგანე 4 მეტრს.
5  ,, გზა ტაძრისაკენ ”პროექტის საერთო ღირებულება __  1444.4  ლარი
პროექტით სოფლის მოსახლეობას შეუქმენით პირობები   უსაფრთხოდ გადაადგილებისა. დროულად და ნაკლები სირთულეებით დადიან ბავშვები სკოლაში, მრევლი ---- მონასტერში, მოსახლეობა კი დროულად და უდანაკარგოთ იღებს თავიანთ მოსავალს, რაც მათი სოფლად ცხოვრების ერთ --ერთი  პირობაცაა.
 6. ,, თანადგომა. ”პროექტის საერთო ღირებულება __  2508,36 ლარი.
 ამ  პროექტის საშუალებით სოფლის 5 უბნის მოსახლეობას, 200 კომლს, მათ შორის 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საყანე ფართობის შემოღობვით გაუუმჯობესდა უდანაკარგოდ მოსავლის აღება და შესაბამისად ეკონომიკური მდგომარეობა. 
7.: ,,ზამთარი ერთად გადავაგოროთ “პროექტის საერთო ღირებულება  2742 ლარი პროექტის ითვალისწინებდა ჯუმათის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაუსაძლისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
8.  ,,სოფლის ბიბლიოთეკა  ”პროექტის საერთო ღირებულება __  2250, 40 ლარი
პროექტის ფარგლებში მოხდა სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია. შეიღება იატაკი და კედლები. დამონტაჟდა ელ. გაყვანილობა და ბრები. შევისყიდეთ საჭირო ინვენტარი და კეთილმოვაწყვეთ ფართი. თვითმმართველობამ წვლილის სახით გადმოგვცა წიგნები 60 ცალი. და სტელაჟები ორი ცალი.
9. ,, სიყვარული ყველას უნდა!. პროექტის საერთო ღირებულება __   2740, 87 ლარი. პროექტის მიზანია, ჯუმათის და ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შევთავაზოთ საყოფაცხოვრებო მომსახურების ხარისხიანი და იაფი  სერვისი.
  ასევე ჯუმათის სათემო ცენტრის ბაზაზე ამოქმედდა სამკერვალოსა და ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები, რომელიც მოემსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასოდ, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას შეღავათიან ფასებში
  ცენტრი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა თუ კულტურულ შემეცნებით ღონისძიებებს. მიმდინარეობს საგანმანათლებლო კურსები. ვახდენთ მოსახლეობის პრობლემების კვლევას და მათ ადვოკატირებას სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში.
  ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება კულტურულ შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებული  აქციები. კერძოდ, 3 წლის განმავლობაში ჩატარდა 10 სპორტული ღონისძიება, ფეხბურთის ჩემპიონატი, შაშის, მხიარული სტარტები, და ა.შ. 40 ზე მეტი კულტურულ შემეცნებითი ღონისძიება. ლიტერატურული საღამოები, მხატვრული კითხვის კონკურსი, ხატვის კონკურსი, ზეიმები და კარნავალები. სხვადასხვა აქციები დასუფთავების, გამწვანების, ანტი ნარკოტიკული და სხვა.
 
საინიციატივო ჯგუფი.
ჯუმას ს/ჯ წევრები
ჩხარტიშვილი მაკა – უმაღლესი განათლება, იურისტი 35 წლის გურიის მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე (კოორდინატორი) ტელ. 814 000 834
ჯიშკარიანი  ანი _ მოსწავლე, 11 კლასი,                 ტელ : 898 45 08 92
ჩხარტიშვილი ქეთევანი – განათლება უმაღლესი  24 წ, ტელეფონი 893 75 47 16
ლეჟავა იური მოსწავლე 11 კლასი. 17 წ.    ასისტენტი  ტელ.        898 900 519
დონდოლაძე მარი- 10 კლასის  მოსწავლე  15 წლის, ტელეფონი  898 83 22 24
ჩხარტიშვილი გიზო – 11 კლასის მოსწავლე 17 წლის. ტელეფონი 898 66 26 32
ჩხარტიშვილი ია პედაგოგი 45 წლის                 ტელეფონი  893 24 35 52
დარჩია თამუნა—მოსწავლე 11 კლასი
ართილაყვა უჩა მოსწავლე 11 კლასი
საბა ჩხარტიშვილი მოსწავლე 11 კლასი

ხავთასი ნინო პედაგოგი. კოორდინატორის ასისტენტი
ს/ჯ განრიგი და წევრების საქმიანობები.
 ქეთევან ჩხარტიშვილი ჩაიბარებს კომპიუტერულ კურსებს ასევე პასუხისმგებლები იქნება ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაზე (სლაიდშოუების, ბუკლეტების და ბროშურების გამოცემებზე).
 დონდოლაძე მარიამი, ჯიშკარიანი ანა, ჩხარტიშვილი გიზო და Lლეჟავა იური, დარჩია თამარი  იმუშავებენ ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და საჯარო სკოლასთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებზე.
 ჩხარტიშვილი ია, ჩხარტიშვილი ქეთევანი, ჩხარტიშვილი მაკა და დონდოლაძე მარი პასუხისმგებელი იქნებიან გარე ურთიერთობების დამყარების, კვლევებისა და მონიტორინგის განხორციელების და ფონდებისა და დამფინანსებლების მოძიებასა და პროექტების წერაზე.
 ცენტრის კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება ცენტრში მიმდინარე ყველა საქმიანობაზე და კოორდინირებას გაუწევს მას.  გათვალისწინებული იქნება თითოეული წევრის აზრი და მათთვის შექმნილი იქნება კომფორტული და თავისუფალი გარემო საქმიანობებისთვის. კოორდინატორი მოამზადებს და წარადგენს ანგარიშებს როგორც ს/ჯ წევრებისთვის ასევე ფონდისთვის. კოორდინატორი ასევე უხელმძღვანელებს მოსამზადებელ სამუშაოებს პროექტის წერისთვის. მივლინებებისა და სხვადასხვა, ცენტრისთვის საჭირო საქმიანობების გამო ცენტრის ოფისში კოორდინატორის არ ყოფინისას ასისტენტი იქნება ცენტრის მუშაობაზე პასუხისმგებელი. ის ასევე პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივი პროგრამული ღონისძიებების მიმდინარეობაზე, უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მხარეებს. ოფისში ყოფნა კოორდინატორისა და ასისტენტისთვის აუცილებელია ყოველ დღე შაბათ კვირის გარდა. ცენტრში ასევე ყოველ დღე იქნება ს/ჯ წევრი, რომელიც კომპიუტერის გაკვეთილებს ატარებს. სხვა ს/ჯ წევრები ოფისში იქნებიან საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აქტივობების დროს.
კოორდინატორის მონაცემები: A
ანგარიში:  სააქციო საზოგადოება “პროკრედიტ ბანკი’ ცენტრალური
 ფილიალი.  კოდი  220101922                                                       
 პირადი ანგარიშის ნომერი: 360101014601318
 ელ.ფოსტა: მაკაცჰხარტისჰვილი@მაილ.რუ
პასუხისმგებელი პირი: მაკა ჩხარტიშვილი  ტელ:-814 000 834 .     
პირადი ნომერი:-----33001025720       
     ცენტრის ინვენტარის ნუსხა:
     01 --- კომპიუტერის მაგიდა-1ც
02--- შეხვედრების მაგიდა –2 ც
03 --- კარადა –1ც
04 ---სკამი—8ც
05 --- ტელევიზორი- 1ც
06 --- ფოტოაპარატი თავისი დამტენით—1ც
07--- უკაბელო ტელეფონი-1ც
08 – ელექტრო ღუმელი—1 ც
09 --- ტელევიზორის მაგიდა –1ც
10--- ანტენა
11--- ორგანაიზერი
                    მონიტორინგის და შეფასების სქემა
ჩვენი ცენტრის ამოცანების შესაბამისად განვახორციელებთ  საქმიანობებზე მონიტორინგს შემდეგი გზებით.
•    ვაწარმოებთ წიგნს, რომელშიც აღწერილი იქნება მომხმარებელთა რაოდენობა სერვისებზე ცალ ცალკე. ქსეროქსით მომსახურება, ხელსაქმის შემსწავლელი კურსების, სამკერვალოს და ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობას.
•    სამ თვეში ერთხელ გამოვიწვევთ ინფორმაციას ჯუმათის თემის თმ-სგან თუ რამდენი წინადადება იქნა განხილული და რამდენზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება შესული წინადადებებიდან.
•    ჩვენი ცენტრის საქმიანობების შედეგად, (ჯუმათის თემის პირობებში ამ რაოდენობის გადათვლა ძალიან მარტივია,
•    ს/ჯ წევრების გამოკითხვა ანკეტირება კმაყოფილების ხარისხზე, ცენტრში მიმდინარე საქმიანობებსა თუ აქტიური მოხალისეების წახალისების მეთოდებზე.
•    ყოველ 6 თვეში ერთხელ ავღწერთ ცენტრის ქონებრივ მდგომარეობას

 პროექტის განხორციელებისთვის ხელიშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ცუდი ამინდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო პრობლემები გეგმით გათვალისწინებულ ვადებში. ასევე მოსალოდნელია შენობის, სადაც ჩვენი ოფისია განთავსებული, ავარიულობის გამო შეგვექმნას მსგავსი პრობლემები რაც წინა პროგრამის განხორციელებისას მოხდა, დაზიანდეს შენობის სახურავი ან საჭირო გახდეს დამატებითი რესურსები ოფისის შესაკეთებლად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი რაიონის საკრებულოს თავმჯდომარესთან და შეგვპირდა ასეთ სიტუაციაში დახმარებას ფინანსებით. ხელისშემწყობ ფაქტორად მივიჩნევთ იმას, რომ სოფლის ახალგაზრდობა, თმ, და ს/ჯ წევრები მონდომებულები არიან შევინარჩუნოთ ახალგაზრდული ცენტრი, რათა ამ ცენტრში კვლავ გაგრძლდეს სოფლისთვის სასარგებლო საქმიანობების განხორციელება, მეტად საჭირო სერვისების შეთავაზება და ფინანსების მოზიდვა სოფლის საკეთილდღეოდ.
 
   ცენტრის საქმიანობაზე ანგარიშგება მოხდება სოფლის მოსახლეობასთან, სათემო ცენტრის წევრებთან და დამფინანსებლებთან შემდეგი ფორმებით.
1.    პროგრამის ბოლოს მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება განხორციელებული საქმიანობების სიტყვიერი, ფინანსური და ფოტო მასალები
2.    გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები და ფურცლები იგივე შინაარსით.
3.    დამფინანსებლებს წარედგინებათ წერილობითი ანგარიშები.
4.    ს/ჯ წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

No comments:

Post a Comment