ორგანიზაციის შესახებ

ჯუმათის სათემო ცენტრი "ჯუმა"-ს

მისიის და ხედვის განაცხადი

ჩვენ გვსურს, რომ სოფლის მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და განათლებული, დაცული იყოს მათი უფლებები, იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და დასაქმებული. 

ჯუმათის ახალგაზრდული ცენტრის მისიაა თემის მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ამისათვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჯუმა” განახორციელებს, საგანმანათლებლო და პრაქტიკული ხასიათის პროექტებს/ღონისძიებებს და აქტიურად ითანამშრომლებს სამთავრობო სტრუქტურებთან.


                                         სათემო ცენტრის არსებობის საჭიროება.
 ჩვენი ცენტრი შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს თვეში და მისი არსებობის მანძილზე,  ნათელი გახდა, რომ ცენტრში მიმდინარე საქმიანობები საჭირო კი არა აუცილებელიც კია ისეთი სოფლისთვის, როგორიც ჯუმათია. როგორც ავღნიშნეთ სოფელი საკმაოდ დაშორებულია რაიონული ცენტრიდან და სოფლის ახალგაზრდობა ვერ ახერხებს იმ არაფორმალური განათლებისა და მომსახურების მიღებას რაც მათთვის აუცილებელი და საინტერესოა. კომპიუტერული სწავლება, ინტერნეტით სარგებლობა, ხელსაქმის შემსწავლელი კურსები, ქსეროქსით სარგებლობა ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რისი მიღებაც სოფლის ახალგაზრდობას, და არა მარტო მათ, ჩვენი ცენტრის მეშვეობით შეუძლიათ.
  გარდა მომსახურებებისა ჩვენი ცენტრი ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, რაც მოსწავლე ახალგაზრდობაში დიდ დაინტერესებას და აქტივობას იწვებს. პროგრამული ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული არიან როგორც ს/ჯ წევრები ისე საჯარო სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა. დიდი ხალისითა და ინტერესით გვეხმარებიან, სავადასხვა აქციებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობაში. ს/ჯ შეხვედრების დროს ხშირად გვესწრებიან ცენტრის არაწევრი ახალგაზრდები და სხვადასხვა საინტერესო წინადადებებიც კი შემოსულა მათგან, რასაც ხშირად ვითვალისწინებთ.
    მაგრამ ყველაზე ნაყოფიერ და სოფლისთვის სასარგებლო საქმიანობად, მაინც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს მივიჩნევთ. ჩვენი ცენტრის მიერ განხორციელებული 9 პროექტის მეშვეობით, ზოგ შემთხვევაში დროებით,ზოგში კი სამუდამოდ მოგვარდა, სოფლისთვის განსაკუთრებით პრობლემური 9 საკითხი. 5-6 წლის ვადით მოგვარდა 2 უბნის შიდა გზების პრობლემა, 15-20 წლით სოფლის ორი უბნის მოსახლეობას მოეხსნა სახნავ სათესი ნაკვეთების შემოღობვის პრობლემა და ხარჯი. სოფლის ერთ უბანს მოეხსნა სასმელი წყლის პრობლემა. მოვახდინეთ იანეთში დაწყებითი სკოლის შენობის რემონტი. ჩვენს მიერ რეაბილიტირებული სკოლის ბიბლიოთეკით რამდენიმე თაობა ისარგებლებს. ასევე წარმატებულ პროექტად მივიჩნევთ სამკერვალოსა და ხელსაქმის კურსების შექმნას, რომელიც ასევე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი და უკვე ჩვენს იმედებს ამართლებს. ასევე ძალიან წარმატებულ   პროექტად მივიჩნევთ,  სოციალურად დაუცველი 10 ოჯახის დახმარების პროექტს, ეს პროექტი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გვახსენდება. ამ პროექტით თვალნათლივ დავინახეთ თუ როგორ სჭირდება ჩვენნაირი ცენტრი სოფელს და მის მოსახლეობას.
  ამ პროგრამის მიმდინარეობის დროს ჩვენი ცენტრი აქტიურად გააგრძელებს სოფლის პრობლემების კვლევას და ამ კვლევების შედეგების წარდგენას შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში. ასევე განახორციელებს მონიტორინგს ამ პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებზე. მაქსიმალურად შევეცდებით სოფლის მოსახლეობის უფლებების დაცვას, განათლების დონის ამაღლებაში დახმარებას და ჩვენი ცენტრისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებით სოფლის მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.
  ასეთი მრავალფეროვანი და მრავალმხრივი საქმიანობების განმახორციელებელი ახალგაზრდული ცენტრი ჯუმათის მსგავსი პრობლემური და მაღალმთიანი სოფლისთვის, ჩვენი აზრით ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ საქმიანობებს ახორციელებს სოფლის ახალგაზრდობა თავისი ნიჭით და მონდომებით.

No comments:

Post a Comment